Tuesday, February 5, 2013

ნიკო გომელაური




კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.


***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


***

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


***
"მოგნატრებია ოდესმე ტირილი ?"

...მოგნატრებია ოდესმე ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან გითენებია?
წვიმაში თმა თუ დაგსველებია?
თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერაც მოგძალებია.
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...


***
"რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?.."

ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..




***



მინდა რომ, ჩემო ლამაზო, 
ერთი რამ შემოგთავაზო: 
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს, 
შენი სიზმრების დაცვა მებაროს. 
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ, 
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...








*მე რომ წავალ*


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა 
 ეს რა კარგი გამიზრდია შვილი 
 და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. 
 პირველად რომ დამიკერა ღილი. 
 როცა წავალ,გაიხსენებს მამაა 
 პირველად რომ მნახა უკვე დიდი 
 კარგია რომ არ გამათამამა 
 კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი 
 წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი 
 შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად 
 ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი 
 მთვარია ვიქნებოდით ერთად. 
 მე არვიცი რას იფიქრებს შვილი 
 ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც 
 თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი 
 და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც 
 რას იტყვიან ძმები წავალ როცა, 
 ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას 
 ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა 
 ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას 
 იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის 
 მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას 
 კარგი არ უკეთებია თითქმის 
 თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას 
 მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას 
 ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას 
 მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას 
 არ ვაპირებ 
 მე ჯერ არსად წასვლას …











No comments:

Post a Comment