Tuesday, February 5, 2013

ქართველი მწერლები





რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.






10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე





ტერენტი გრანელის ორი ძალიან ლამაზი ლექსი . "სრულიად წაკითხვაში"

***
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.



***
ჩემთვის წამებას უდრის
ხმა შორეული ქალის.
იყოს ამინდი ცუდი
და მაწუხებდეს ქარი.
ქალი მშვენებას უდრის,
იყოს ყოველთვის ქალი.
იყოს ამინდი ცუდი...
და მაწუხებდეს ქარი.







გალაკტიონ ტაბიძე - ოცნებაო მოიგონე

მოიგონე ძველი მეხი,
ცეცხლის დილა. ცეცხლის ბინდი,
ფოლად უზანგს მოსდე ფეხი
და კვლავ მერანს მოაფრინდი.

ოცნებაო, მოიგონე
დღეები რომ ჰგვანდნენ ზვირთებს,
ის მერანი ისევ გიხსნის,
სადაც უნდა გაგიჭირდეს.




1 comment:

  1. Casino Junket - Hollywood Casino at Penn National
    Visit Hollywood Casino at Penn 군포 출장안마 National 구미 출장안마 Gaming Hotel in 남양주 출장안마 Philadelphia to catch up on all things sports. 군산 출장마사지 Get a taste of the 사천 출장샵 action with the latest

    ReplyDelete