♥♥♥♥♥



♥...სიყვარული –ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭია....რომლის დროსაც  ადამიანს შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყროს,ყველას შეებრძოლოს თავისი სიყვარულის დასაცავად.
ამ დროს  ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.
თუ რა არის სიყვარული, მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები,სანამ მას არ განიცდი. სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით
მე შენ მიყვარხარ
როდესაც გიყვარს შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარულის შესახებ... გახშირებული გაქვს გულისცემა, გახასიათებს ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია.
 გსურს მუდამ გესმოდეს მისი სუნთქვა, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული, მიჯაჭვული, უმისობა ვერ წარმოგიდგენია. გიყვარს, გაგიჟებით  გიყვარს. გსურს მოეხვიო და გესმოდეს მისი გულის ცემა, რომელიც იმ მომენტში გამალებით ძგერს....
გარდატეხის ასაკში სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა....ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. ყველაფერი პირველი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი ჩახუტება,პირველი კოცნა…….

...........პირველი სიყვარული , პირველი კოცნა,, პირველი ცრემლი, სურათები და ისევ ცრემლების ზღვა.რჩები მარტო შენს სიყვარულთან ერთად, სიყვარულთან რომელიც კვლავ მას ეკუთვნის....
უაზრო მოლოდინში გადიან დღეები, თვეები, მაგრამ იმედით ცოცხლობ, რომ ის ისევ მოვა და იგრძნობ მის სითბოსა და სიყვარულს. ზიხარ ჩაფიქრებული და მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ შენ იგი ახლა უფრო მეტად გიყვარს, გიყვარს როგორც არასდროს, რაც უფრო შორსაა იგი, მით უფრო ძლიერია მისდამი შენი გრძნობა.
დაკარგო შენთვის ძვირფასი ადამიანი, ალბათ ყველაზე მტკივნეულია ამქვეყნად. დაივიწყო ის, ვის გვერდითაც სუნთქვაც კი უფრო გიადვილდებოდა სულაც არაა ადვილი.. როდესაც ამ ადამიანთან  გაკავშირებს  შენი პირადი ცხოვრების ძალიან ბევრი  ლამაზი ისტორია, თავს ცუდად გრძნობ... თითქოს ამ ადამიანმა წაიღო შენი გულის ნაწილი,  მას შემდეგ, რაც დაშორდები მას ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი, ცხოვრება შენთვის უფერულდება,არაფერი აგარ გახარებს.

ვისაც წრფელი სიყვარულით უყვარს,შეძლებს აპატიოს თავის საყვარელ ადამიანს, ის ტკივილი, რომელიც მან დაშორების გამო განიცადა....
მიმტევებლობა უდიდესი დადებითი თვისებაა ადამიანის შინაგან სამყაროში..
მაგრამ,ვფიქრობ,ეს ტკივილი გასწავლის ცხოვრებაში სირთულეების გადალახვას. 

ჩემო ძვირფასო მკითხველო,მინდა გითხრათ, რომ ნუ ატკენთ საყვარელ ადამიანს გულს,სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დაფიქრდით,რადგამ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი შეყვარებული,მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დიდხანს ვერ დაივიწყებთ...

♥გავუფრთხილდეთ ჩვენს სიყვარულს,
 ხელი მაგრად ჩავჭიდოთ , რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ ♥ ♥  ♥



       


2 comments: