Tuesday, February 5, 2013

♥ლექსები სიყვარულზე♥



უცებ ჰაერმა გმინვა ატეხა
და ამ გმინვაში სულს ღაფავს დარდი,
მიდის,დამტოვებს ფიქრთ ის ლამაზი უგულო ვარდი უეცრად გამოჩნდი შენც ertaderto, დარდი მოაწვა გულს უცნაური,
ტკივილი მოდის სულის სიღრმიდან,
მინდა გავიგო ხმა საამური, ამომავალი შენი ბაგიდან, იცი? ვნატრობდი მეც რომ მქონოდა, მოცარტის ქნარი და ვინჩის ფუნჯი, რა იქნებოდა? რა მოხდებოდა? არ ვყოფილიყავ დალტონიკ–მუნჯი. მე ვოცნებობდი იდუმალ ქალზე, ნატიფი სახით, უძირო მზერით,
ნანახს ანტიკურ ბერძნულ ლარნაკზე,
მოსილს ნათელი ღვთიური სხივით, უეცრად გადამეკეტა გადამიბრუნდა მთელიგონება და შევამჩნიე შენი თვალები შენი ხმა შენი სიcილ - კისკისი დავიბენ გავგიjდი ნუთუ ეს არის ის ერთaდერთი იმ წამს შევიგრძენ წუთისოფელის ნანატრი ლანდი, გახსოვს ის წამი რომ მიმატოვე? განდეგილივით მარტო დამტოვე ისე წახვედი არც კი მაკოცე მაგრამ მე მაინც გულით დაგლოცე...დაგლოცე ვხვდები თურმე მიყვარხარ და ამ გრძნობას მე გულით ვინახავ გამაგებინე თუ კიდევ გიყვარვარ რომ გელოდები გიჟი კი არ ვარ.. წუხელის ლექსი დავწერე ერთი, გულს შვება მივეც და სულს ნუგეში, ნუთუ ეგ არის სულ ყველაფერი,რასაც ვერ ვმალავ გულის უბეში..




                           :*:*:*:*:*

ოღონდ ვიცოდე დამიხვდები გაშლილი ხელით,
გამოვქანდები სიხარულით ცის კიდურიდან.
ოღონდ ვიცოდე ბედნიერაბა,სილარე გველის
არ დავფიქრდები,ფეხით მოვალ შორს ქარბუქიდან.
ოღონდ მესმოდეს შენი ნატვრის და გულის ძგერის,
ოღონდ გინდოდეს ჩემი ნახვა, ღიმილი, კრთომა.
ოღონდ შენ ის თქვი, რომ გენატრები სიგიჯით ჩემით,
ათრთოლებული, თეთრ ყვავილივით მე მორცხვად მოვალ.
თუ არა გჯერა რომ შენ ისევ კვლავ ცოცხლობ ჩემში
და თუ არასდროს გიფიქრია თავგანწირვაზე,
მაშინ მაცადე, ნუ დამიშლი მჯეროდეს, შემშლის....
ოღონდაც... მხოლოდ...მთვარე იწვის 
ლურჯ მთაწმინდაზე.....




                                                                             :*:*:*:*

ყოველი მზერა მისი, ჩემდამი მომართული,
სიხარულია ჩემთვის, ღმერთისგან მონათლული.
და გაღიმება ოდნავ, ნეტარებაა თითქოს,
ეს სიყვარული მე ხომ ისევ ბოროტად მიხმობს.
ყოველი დილა ჩემთვის, იწყება ლოცვით მისთვის,
მისი ნათელი მზერა, სხვა ცხოვრებაა ჩემთვის,
და ნეტარება ღამის, ჩემ ოცნებებში ფრენა,
მე ღამე ისევ მაწვის და მაქვს მთვარისგან ღრენა.
და დავასრულებ როდის? არც მინდა ფიქრი ამის,
ეს სიყვარული მოდის და ქართან ერთად მოჰქრის,
მე ველოდები ჩუმად, რომ არ დავაფრთხო გზაში,
და ჟრუანტელი ტანში, ეხლა მე ვდგევარ ქარში.








                      :*:*:*:*

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის
და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე,
ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი,
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ...
მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს
და როცა შენზე ოცნება მოთოვს
არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს
მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ!
და ეს ფიქრები ღამენათევი
თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია.
შენზე ლოცვაში დადნა სანთლები,
შენი თვალები ჩემთვის ღმერთია.
და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის,
ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს,
მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი
რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ!!!



                           
                                                                       :*:*:*:*

                                  ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
                                    წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
                             შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
                                        აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

                         
   სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
                                    აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
                          შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
                                ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.

                                   გულს მახვევია კავკასიის მტების ნისლივით,
                                    მწარე ფიქრებში გაჩენილი ცივი ზმანება;
                                მე შევჩერდები უკაცრიელ ღამის ქუჩებში,
                              მთვარეს შევხედავ ჩემი თავი შემებრალება!

                             თვალდახუჭული მივუყვები სევდის ქარაფებს,
                                 დიდი ხანია უკვე ავცდი მე ბედის ბილიკს,
                       კლდეების ძირში ოხრავს,ბორგავს ფიქრის მორევი,
                        გულის სიღრმეში ჩემი გული დაიწყებს ტირილს.

                       ხატის კედელზე გულამოსკვნით ტირის სანთელი,
                              ცხელი ცრემლები ეცემიან გულის იარებს,
                სულმთლად დაფარა მთვარის ჩრდილი შავმა ღრუბელმა,
                        მეც ღამის ჩრდილი შემომახვევს თავის ხვიარებს.

                         დაე ვიტანჯო!ოღონდ კი შენ ტკბილად იცხოვრე,
                     მე სანთლით ხელში შემოვივლი ხატებს და ტაძრებს;
                         ჩუმი ლოცვითაც შევაწუხებ ... ღვთისმშობელს,
                               ოღონდ შენ იყო ბედნიერი და შენ გფარავდეს...


                                                            :*:*:*:*:*

მე მოვალ შენთან, გაზაფხულის წვიმას მოვყვები...
მარტის სიგიჟეს, მონატრებას გავანდობ შენსას,
შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით,
და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...

მოვალ დაღლილი, გათანგული, ფიქრით და ლოცვით,
დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან,
დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის,
და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან...





                                      :*:*:*:*

სიყვარული რიგდებოდა 
წიგნის მაღაზიაში, 
ის დღე იყო გაზაფხული 
იღვიძებდა იაში... 
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს, 
სიყვარული რიგდებოდა 
და მე...დავაგვიანე... 
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები 
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს 
მომღიმარი თვალებით... 
სევდა მწვავდა თვალთა უპეს 
სევდა გაურიყავი, 
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი. 
და როდესაც დახლთან მიველ 
მომღიმარი თვალებით, 
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში 
შეუერთდნენ ქალები. 
წიგნის თაროს შერჩენოდა 
ერთადერთი კრებული, 
და გამყიდველს ის თავისთვის 
ჰქონდა გადადებული... 
სიყვარული რიგდებოდა 
წიგნის მაღაზიაში 
ის დღე იყო... გაზაფხული 
იღვიძებდა იაში, 
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, 
ულამაზეს ლიანებს.. 
სიყვარული რიგდებოდა 
და მე...დავაგვიანე... 



                                                                            :*:*:*:*

ძნელია როცა ტირილი გინდა,
ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ,
ძნელია როცა სიცილი გინდა,
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ.
ძნელია როცა შენ გული გტკივა,
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს,
ძნელია როცა ხელებზე გცივა
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს.
ძნელია როცა თვალები სველი, 
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა,
ძნელია როცა ვიღაცას ელი
და თან იცი რომ ის აღარ მოვა......






                                                                         :*:*:*:*
ო,როგორ მიყვარს მე ვარსკვლავები
და მოკაშკაშე ცივი მთვარეო,
როგორ მიყვარს მე შენი თვალები
და ის დღე როცა შენ შეგიყვარე....


:*:*:*
შენი საიდუმლოს ყველა ხიდი მინდა,
თუ ჩემზე ფიქრობ , მე ის ფიქრიც მინდა,
ჩვენ რომ გზა გვაშორებს,ის მანილიც მინდა,
ჩემო სიხარულო,შენთან ყოფნა მინდა!

:*:*:*:*
მე მელანდები წუში 60 წამს,
60ჯერ მიყვარს ეს მოლანდება,
წუთში 60 ჯერ რომ გიყურებდე
60 ჯერ გეტყვი მე შენ მიყვარხარ!




მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით,ჩასუნთქვით,
შიშველ ტკივილით ძილში,ღვიძლში,
მიყვარხა ყოველთვის,ყოველ წუთს,
ყოველ წამს,
მე შენ მიყვარხარ,ძვირფასო მუდამ!




ახლა, ისევ მზე მიცინის ციდან... 

შენთან მინდა, 
შენთან ყოფნას ვნატრობ... 
წუხელ, მთვარე მოვაბრუნე 
გზიდან... 
დღეს კი, ისევ უშენობას 
ვდარდობ... 
ცა ისეთი ლამაზია, წმინდა... 
ახლაც, დილა დაათენდა 
ფიქრებს... 
შენთან ერთად, 
სიყვარული მინდა... 
რომ წარსული დამიბრუნო 
იქნებ... 
მზე მაწვიმდეს უსაშველოდ, 
ციდან... 
რომ გზა, ისე გაიწელოს 
ფიქრით... 
მე ზღვა მინდა, 
და ცა, ერთი ციდა... 
შენთან მინდა, მე კი, სხვაგან 
მივქრი... 
ყოველ დილით, 
ახალ დღეებს ვიპყრობ... 
შენთან მინდა 
და შენს კოცნას ვნატრობ... 
მთელი ღამე მხოლოდ, შენზე 
ვფიქრობ... 
ვერ გავიგე, რად დამტოვე 
მარტო... 
მერე სადღაც ჩამოვჯდები, 
ბოლოს... 
და მთვარესთან, 
ფიქრს გავატან დილას... 
მინდა, ისევ ღამე იყოს 
მხოლოდ... 
და მძინარეს მოგეპარო 
ფრთხილად... 
თურმე დღემდე მიცხოვრია – 
წამი... 
მზეს ხელებით, 
მერამდენედ გითბობ... 
მთვარე, შენთვის მოვაბრუნე 
ღამით... 
მთვარესთანაც, მხოლოდ შენზე 
ვფიქრობ...










No comments:

Post a Comment