Wednesday, February 6, 2013

♥♥♥♥♥



♥...სიყვარული –ღვთისგან ნაჩუქარი ნიჭია....რომლის დროსაც  ადამიანს შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყროს,ყველას შეებრძოლოს თავისი სიყვარულის დასაცავად.
ამ დროს  ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.
თუ რა არის სიყვარული, მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩასწვდები,სანამ მას არ განიცდი. სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო მისი სიტკბოება, რომ ერთხელ მაინც უთხრა მას წრფელი გულით
მე შენ მიყვარხარ
როდესაც გიყვარს შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარულის შესახებ... გახშირებული გაქვს გულისცემა, გახასიათებს ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი… უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია.
 გსურს მუდამ გესმოდეს მისი სუნთქვა, მთლიანად მასზე ხარ დამოკიდებული, მიჯაჭვული, უმისობა ვერ წარმოგიდგენია. გიყვარს, გაგიჟებით  გიყვარს. გსურს მოეხვიო და გესმოდეს მისი გულის ცემა, რომელიც იმ მომენტში გამალებით ძგერს....
 გარდატეხის ასაკში სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, ის ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავდება, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა....ამ დროს ყველაფერს მწარედ განიცდი, უფრო რომანტიკული და მეოცნებე ხარ, ვიდრე საერთოდ. ყველაფერი პირველი ახალია შენთვის: პირველი ცრემლი, პირველი სიხარული, პირველი სითბო, პირველი ჩახუტება,პირველი კოცნა…….

 პირველი სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!! 

...........პირველი სიყვარული , პირველი კოცნა,, პირველი ცრემლი, სურათები და ისევ ცრემლების ზღვა.რჩები მარტო შენს სიყვარულთან ერთად, სიყვარულთან რომელიც კვლავ მას ეკუთვნის....
უაზრო მოლოდინში გადიან დღეები, თვეები, მაგრამ იმედით ცოცხლობ, რომ ის ისევ მოვა და იგრძნობ მის სითბოსა და სიყვარულს. ზიხარ ჩაფიქრებული და მიდიხარ იმ დასკვნამდე, რომ შენ იგი ახლა უფრო მეტად გიყვარს, გიყვარს როგორც არასდროს, რაც უფრო შორსაა იგი, მით უფრო ძლიერია მისდამი შენი გრძნობა.
დაკარგო შენთვის ძვირფასი ადამიანი, ალბათ ყველაზე მტკივნეულია ამქვეყნად. დაივიწყო ის, ვის გვერდითაც სუნთქვაც კი უფრო გიადვილდებოდა სულაც არაა ადვილი.. როდესაც ამ ადამიანთან  გაკავშირებს  შენი პირადი ცხოვრების ძალიან ბევრი  ლამაზი ისტორია, თავს ცუდად გრძნობ... თითქოს ამ ადამიანმა წაიღო შენი გულის ნაწილი,  მას შემდეგ, რაც დაშორდები მას ვისაც უსიტყვოდ ესმის შენი, ცხოვრება შენთვის უფერულდება,არაფერი აგარ გახარებს.

ვისაც წრფელი სიყვარულით უყვარს,შეძლებს აპატიოს თავის საყვარელ ადამიანს, ის ტკივილი, რომელიც მასთან დაშორების გამო განიცადა....
მიმტევებლობა უდიდესი დადებითი თვისებაა ადამიანის შინაგან სამყაროში..
მაგრამ,ვფიქრობ,ეს ტკივილი გასწავლის ცხოვრებაში სირთულეების გადალახვას. 

ჩემო ძვირფასო მკითხველო,მინდა გითხრათ, რომ ნუ ატკენთ საყვარელ ადამიანს გულს,სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ კარგად დაფიქრდით,რადგამ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ.თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი შეყვარებული,მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დიდხანს ვერ დაივიწყებთ...

♥გავუფრთხილდეთ ჩვენს სიყვარულს,
 ხელი მაგრად ჩავჭიდოთ , რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ 



     


სასიყვარულო ვიდეოები












Tuesday, February 5, 2013

ქართველი მწერლები





რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი – როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.






10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე





ტერენტი გრანელის ორი ძალიან ლამაზი ლექსი . "სრულიად წაკითხვაში"

***
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.



***
ჩემთვის წამებას უდრის
ხმა შორეული ქალის.
იყოს ამინდი ცუდი
და მაწუხებდეს ქარი.
ქალი მშვენებას უდრის,
იყოს ყოველთვის ქალი.
იყოს ამინდი ცუდი...
და მაწუხებდეს ქარი.







გალაკტიონ ტაბიძე - ოცნებაო მოიგონე

მოიგონე ძველი მეხი,
ცეცხლის დილა. ცეცხლის ბინდი,
ფოლად უზანგს მოსდე ფეხი
და კვლავ მერანს მოაფრინდი.

ოცნებაო, მოიგონე
დღეები რომ ჰგვანდნენ ზვირთებს,
ის მერანი ისევ გიხსნის,
სადაც უნდა გაგიჭირდეს.




♥სასიყვარულო პოეზია♥♥♥♥♥



























































ნიკო გომელაური




კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.


***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი 
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .


***

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


***
"მოგნატრებია ოდესმე ტირილი ?"

...მოგნატრებია ოდესმე ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან გითენებია?
წვიმაში თმა თუ დაგსველებია?
თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერაც მოგძალებია.
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...


***
"რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?.."

ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.

ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.

რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?..




***



მინდა რომ, ჩემო ლამაზო, 
ერთი რამ შემოგთავაზო: 
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს, 
შენი სიზმრების დაცვა მებაროს. 
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ, 
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ...








*მე რომ წავალ*


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა 
 ეს რა კარგი გამიზრდია შვილი 
 და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ. 
 პირველად რომ დამიკერა ღილი. 
 როცა წავალ,გაიხსენებს მამაა 
 პირველად რომ მნახა უკვე დიდი 
 კარგია რომ არ გამათამამა 
 კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი 
 წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი 
 შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად 
 ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი 
 მთვარია ვიქნებოდით ერთად. 
 მე არვიცი რას იფიქრებს შვილი 
 ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც 
 თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი 
 და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც 
 რას იტყვიან ძმები წავალ როცა, 
 ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას 
 ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა 
 ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას 
 იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის 
 მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას 
 კარგი არ უკეთებია თითქმის 
 თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას 
 მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას 
 ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას 
 მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას 
 არ ვაპირებ 
 მე ჯერ არსად წასვლას …











♥ლამაზი გამონათქვამები♥


  • როცა შენი სიყვარული ცალმხრივია,სურვილი გიჩნდება ყველას პატიება სთხოვო,შენს მიერ უპასუხო დატოვებულ სიყვარულზე..




  • რატომ გვიყვარს ისინი ვისაც არ უყვარვართ...და ვღუპავთ მათ ვისაც უყვარვართ ....




  • მოდი შევხვდეთ,უკანასკნელად ! -არა-რატომ ?-მეშინია...-რისი ?-შენ თვალებში ჩავიხედო და დავრჩე....




  • ... ,,სიყვარული ვარდის ფურცელივით ნაზი, ცეცხლივით ძლიერი, მინასავით მსხვრევადი და სანთელივით წმინდაა" ...



  •    .....მიყვარს...
    შენი თბილი, რაღაცნაირი ფერის თვალები... შენი აზრიანი და სევდით სავსე
 გამოხედვა...მიყვარს შენი სიცილიც და სერიოზულობაც...)) ჩემს სამყაროს შენი
ფერი აქვს


  • ორი რამ ყოველთვის დარჩება გულში: წუთი, რომელიც გინდოდა რომ არასოდეს დასრულებულიყო და წუთი, რომელიც გინდოდა, რომ არასოდეს დაწყებულიყო...

  • შენს სიყვარულს ტკივილი მოაქვს,მაგრამ ამ ტკივილს ვერაფრით დავთმობ...

  • შენს სიახლოვეს გული რად ითხოვს ან უშენობას რატომ განვიცდიი რატომ მიყვარხარ, რომ შემეკითხო ვერ გიპასუხებ, რადგან არ ვიცი..

  • დაგელოდები თუნდ საუკუნე..ოღონდ ვიცოდე რომ დაბრუნდები.

  • შენთან მინდა... იცი? მაინც შენთან მინდა... ვარსკვლავებმა, გამიშალა ღამით კარტი... სიყვარული აქვე ახლოს გაირინდა... და ხელახლა, ძველებურად შემიყვარდი..




  • როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს... 
  •  როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო...


♥ლექსები მონატრებაზე♥

♥♥♥
სანთელი იწვის, სანთელი დნება,
ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება,
ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება
და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება.
სანთელი დნება და ფიქრი რჩება,
სიქუმე დგება და ღამე კრთება,
ღამის წყვდიადში ცა იძირება
და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება
მინდა ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად
ჩუმად გელოდები მაგრამ,
ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად
ვიცი უშენობა მომკლავს,
ვიცი დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთა




♥♥♥


თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენა ხარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის…
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული..
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია…
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შენთვის სათქმელი…..





♥♥♥


მენატრები!!! ჰკივის ჩემში, ისევ შენი მონატრება
 მენატრები!!! და სიშორეს მწარე სევდაც ემატება,
 მენატრები!!! რა ვქნა თუკი უშენობა ცრემლებს ბადებს
 მენატრები!!! მინდა გითხრა ვეღარ უძლებს გული ამდენს…
 მენატრები!!! სულ გახსოვდეს უსაზღვროა ჩემი სევდა
 მენატრები!!!მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ
 მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ,
 მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს…
 შენს ლოდინში ცრემლიანი კვლავ ავივლი ნაცნობ აღმართს
 შენზე ფიქრში უშენობის კიდევ ბევრი ღამე გავა,
 შენზე ფიქრში სწრაფად გადის მარტოობის მწარე წლები
 მაგრამ რა ვქნა მე თუ მაინც ძლიერ,ძლიერ მენატრები..



♥♥♥


ვერ ვიძინებ იმიტომ,
 რომ შენზე ვფიქრობ.
 შენზე ვფიქრობ იმიტომ,
 რომ მენატრები.
 მენატრები იმიტომ,
 რომ კარგი ხარ და…
 კარგი ხარ და
 უსაშველოდ მედარდები.
 მედარდები იმიტომ,
 რომ ძლივს გიპოვე.
 გიპოვე და,
 დასაკარგად მენანები.
 მოდი ჩემთან,
 შემოაღე გულის კარი…
 მონატრებავ,
 უსაშველოდ მენატრები.





♥♥♥

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.
 თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. 
 იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა 
 გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს, 
 ისე დამღალა ოცნების დევნამ 
 ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო... 
 დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა 
 დროვე წაიღებს,,,იყოს... 
 ჩემსავე გულში დავიმარხები 
 ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ..







♥♥♥

მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.


შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,

მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.


გიხმობ, სად ხარი უკვე ძალზე გვიანია,

მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.


ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები

და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,
ოცნებებში შენი სახე დახატულა,
მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია






♥♥♥
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ჰოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები.
გაგიგია მონატრება გაგიჟებით?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრები
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები
აჰა!უკვე მეტი აღარ შემიძლია ,
მინდა გითხრა მიყვარხარ და მენატრები!










♥♥♥

ისე მენატრენიბი,წამითაც ვერ ვძლებ,
მეარსებობას უშენოდ ვერ ვძლებ
და თუ შევძელი გჯეროდეს მაშინ,
მომენატრები ათასჯერ წამში :(







♥♥♥

დილა თენდება შენზე ფიქრებით
და მიხარია რომ მეფიქრები,
გული მევსება მე იმ იმედით,
რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით,
თვალწინ მიდგება შენი თვალები,
გახარებული დავიარები,
ჩამეძინება მომელანდები
და ჩუმად გეტყვი,რომ მენატრები!!!